თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ზურაბ ჟვანიას სახელობის ლიდერის პრიზი

თსუ- ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, ყოველწლიურად, კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე, ჯგუფის ლიდერს „ზურაბ ჟვანიას სახელობის ლიდერის პრიზს“ გადასცემს. ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ზურაბ ჟვანიას ინიციატივით დაარსდა. ზურაბ ჟვანიამ თხოვნით მიმართა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულიყო ისეთი სამაგისტრო პროგრამა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებოდათ, მიეღოთ, დასავლეთის უნივერსიტეტების ხარისხის შესაბამისი განათლება. შედეგად, 2006 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ჩამოყალიბდა.
ყოველწლიურად, ISET-ის კურსდამთავრებულებს, ზურაბ ჟვანიას სახელობის ლიდერის პრიზს - 1000 ლარის ოდენობით ფულად პრემიას ნინო ქადაგიძე-ჟვანია გადასცემს.

nino zhvania


ivane pirveli

ივანე პირველი ISET-ის დამთავრებისათნავე მუშაობა დაიწყო საერთაშორის კომპანია "დელოიტ-კონსალტინგში" ენერგობაზრების ანალიტიკოსად, ხოლო შემდგომში ენერგო პოლიტიკის საკითხებში მრჩევლად, პარალელურად იყო მოწვეული ლექტორი გრიგილ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. კითხულობდა ლექციების ენერგეტიკისა ეკონომიკისა და მიკროეკნომიკისა თემებზე. არის საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციას თანადამფუძნებელი და განახორციელა რამდენიმე პროექტი რომილიც მიმართული იყო ენერგეტიკულ სექტორში აქტუალური კვლევების ჩატარებაზე და ასევე ახალაგზრდების ჩართულობის გაზრდაზე. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დოქტორანტი. ამჟამად ივანე პირველი არის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გაზის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

ivane pirveli

ქეთევან მცურავიშვილი 2014 წლიდან მუშაობს ეფექტიანობის აუდიტორად სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. 2012-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, საგარეო ვაჭრობის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამმართველოში. ქეთი ფლობს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მაგისტრის ხარისხს ეკონომიკაში, და ბაკალავრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ეკონომიკასა და ბიზნესში. 2011 წელს, ISET-ის პირველი კურსის დასრულების შემდეგ გავლილი აქვს სტაჟირება მსოფლიო ბანკის თბილისის ოფისში.

ivane pirveli

რობიზონ ხუბულაშვილი 2007 წელს გორის მეოთხე საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. 2008-2009 წლებში იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი. 2011 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი და იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-თან არსებულ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სამაგისტრო პროგრამაზე. 2013 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 2013-2014 წლებში მუშაობდა ISET-თან არსებულ კვლევით ორგანიზაციაში, პარალელურად თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტზე ასწავლიდა მიკროეკონომიკას. 2014 წლის აგვისტოდან დღემდე სწავლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის PhD პროგრამაზე.

ivane pirveli

ბიძინა მაყაშვილი 2014 წლიდან მუშაობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტში. 2012-2014 წლებში მართავდა კერძო საკონსულტაციო ფირმას. ბიძინა ფლობს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მაგისტრის ხარისხს ეკონომიკაში და ბაკალავრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ეკონომიკასა და ბიზნესში. ამჟამად იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტია ფინანსების მიმართულებით. კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ivane pirveli

ირაკლი შალიკაშვილმა ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა საქართველოს უნივერსიტეტში - ეკონომიკის ბიზნეისისა და მართვის სკოლაში (2013 წელი). ეკონომიკის მაგისრის ხარისხი მიენიჭა 2015 წელს თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET). ამავე უნივერსიტეტში იყო მაკროეკონომიკის ლექტორის დამხმარე ასისტენტი და კვირაში ერთხელ პირველკურსელებისათვის ატარებდა დამატებით ლექციებს. 2015 წლის პირველი სექტემბრიდან მუშაობს ISET – PI (International School of Economics – Policy Institute) -ში მკვლევარ ასისტენტად კერძო სექტორის განვითარების დეპარტამენტში და კითხულობს მიკროეკონომიკის პრინციპებს საქართველოს უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში.