დებულება ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის წინანდლის პრემიის” მინიჭების შესახებ
I. ზოგადი დებულებები
1. დებულება განსაზღვრავს ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის წინანდლის პრემიის მინიჭების პირობებსა და წესს;
2. წინანდლის პრემიის” ლაურეატების გამოვლენა ხდება 8 განსაზღვრული ნომინაციების მიხედვით;
3. ლაურეატს გადაეცემა ფულადი პრემია 5 000 ლარი
4. წინანდლის პრემიაზე” ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა წარდგენა ხდება ბოლო 3 წლის განმავლობაში შექმნილი ან და გამოქვეყნებული ნაშრომის/ნამუშევრის გამო მას შემდეგ, რაც მათ საკონკურსო ნაწარმოებსა თუ ნაშრომს სრულად გაეცნობა საზოგადოება.
II. კონკურსში მონაწილეობის წესები და პირობები
5. წინანდლის პრემიის” მოსაპოვებელ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და შემოქმედებს;
6. კანდიდატურები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყვნენ განსაზღვრული ნომინაციების მიხედვით.
7. საკონკურსო ნამუშევრის წარდგენა შეუძლია როგორც თავად ავტორს ასევე კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებებს, გამომცემლობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაბამისი აპლიკაციის ფორმის მიხედვით (იხ. დანართი #1).
III. “წინანდლის პრემიის” კანდიდატთა შემრჩევი კომისიებისა და ჟიურის შექმნა და მუშაობის წესი
8. წინანდლის პრემიის” ლაურეატის გამოვლენა ხდება ორ ეტაპად:
ა) პირველი ეტაპი ითვალისწინებს „წინანდლის პრემიის” სამი ნომინანტის წარდგენას თითოეულ სფეროში;
ბ) მეორე ეტაპი ითვალისწინებს დასახელებული ნომინანტებიდან ლაურეატის შერჩევას.
9. წინანდლის პრემიის” მოსაპოვებლად წარმოდგენილი კანდიდატურებიდან დარგების მიხედვით შემნილი კომისიები შეარჩევენ სამ კანდიდტს და განსახილველად გადასცემენ ჟიურის;
10. კომისიების მიერ წარდგენილ ნომინანტებს განიხილავს ჟიური და გამოავლენს თითოეულ სფეროში ერთ გამარჯვებულს;
11. კომისიებისა და ჟიურის რიცხობრივ და პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს „წინანდლის პრემიის“ საორგანიზაციო კომიტეტი;
12. დარგების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს გადაეცემათ ნომინანტის სპეციალური სიგელი, ხოლო გამარჯვებული კანდიდატი ჯილდოვდება დიპლომით, პრიზითა და ფულადი პრემიით.
წინანდლის პრემიის მიღების მსურველებმა შევსებული აპლიკაცია გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე: tsinandlispremia@yahoo.com
წინანდლის პრეემის ლაურეანტები (2015 წელი)






